„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 -ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე 3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის 2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ N55 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, რექტორის 2026 წლის 13 აგვისტოს N 216/01-01 ბრძანების და სტუდენტების განცხადებების და სერთიფიკატების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. მიეცეთ სწავლის გაგრძელების უფლება 2026-2027 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე იმ პირებს, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №3);
დ)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (დანართი №4);
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6);
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
რექტორი ჯაბა სამუშია